პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს იწყება.

2017-04-07 15:23:38

2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ „ინფო რუსთავს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე შარშანდელის მსგავსად, დარეგისტრირებას ის მოსწავლეები შეძლებენ, რომელთა დედმამიშვილები იმ სკოლაში სწავლობენ, სადაც დარეგისტრირებას აპირებენ. ასევე, რომლთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი პირველკლასელი შედის სკოლაში. გარდა ამისა დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეებიც,  რომელთა მშობელი სკოლის თანამშრომელია. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია 10 აპრილიდან 24 აპრილამდე გაგრძელდება.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 8 მაისს დაიწყება და ელექტრონული ფორმით www.mes.gov.ge-ზე ჩატარდება და მშობლების მიერ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დარეგისტრება საყოველთაო იქნება. რეგისტრაცია მეორე ეტაპზე 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

მესამე ეტაპზე კი 19 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით  მოსწავლეები მეორე ეტაპზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე დარეგისტრირდებიან, ამ შემთხვევაში დარეგისტრირების მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები სკოლაში უნდა წარადინონ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციას 10 აპრილს დაგეგმილ ბრიფინგზე გაავრცელებს.