რა ქანდაკებები განთავსდება რუსთავში (ვიდეო).

2017-04-07 14:55:50

რუსთავში გასამართი მოქანდაკეთა სიმპოზიუმისთვის სკულპტურები შეირჩა. 20 წარდგენილი სკულპტურიდან, კულტურის სფეროსა და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 6 შეარჩიეს. ქართველ მოქანდაკეებთან ერთად, სიმპოზიუმში მონაწილეობას  ესპანელი, ეგვიპტელი და ფრანგი მოქანდაკე მიიღებს. საერთაშორისო მოქანდაკეთა სიმპოზიუმს, რუსთავი,  ივნისის თვეში უმასპინძლებს. სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკებების უმეტესი ნაწილი, რუსთვის ცენტრალურ პარკში განთავსდება. სიმპოზიუმის გასამართად, ადგილობრივი თვითმმართველობა 200 000 ლარის ღირებულების ტენდერს გამოაცხადებს.