თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით ყოველდღიურად 30 ადამიანი იღუპება.

2017-04-07 14:42:56

”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებით ყოველი მეხუთე ადამიანი იღუპება. წელილადში კი ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა 11 000-ია, მათ შორის  3 000 პირი თამბაქოს მეორადი კვამლის შედეგად იღუპება.

”ყოველდღიურად გვეღუპება 1 ბავშვი თამბაქოს პასიური მოწევის გამო და ყოველდღიურად 9 ადამიანი იღუპება პასიური მოწევის გამო. ხოლო მთლიანად თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად 30 ადამიანს შეადგენს” - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, თამბაქოს მოწევაზე, სავარაუდოდ, გარკვეული სახის სანქციები ამოქმედდება.