მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.

2017-04-07 13:58:31

ქალაქის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე და იაღლუჯის ფერდობზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავის დასუფთავების სამსახურის 15-მდე თანამშრომელი ტერიტორიას, პოლიეთილენის პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ასუფთავებს. სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი სამუშაოები კვირაში ერთხელ ხორციელდება.

ავტობანებისა და ქალაქის სიახლოვეს არსებული ადგილების სისუფთავეზე, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც. მან, შესაბამის სამსახურებს, მეტი მობილიზებისკენ მოუწოდა.