მოქალაქე „ბორჯომსა“ და „ლიკანს“ კუსტარულად ამზადებდა (ვიდეო).

2017-04-07 12:09:46

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქართული მინერალური წყლების "ლიკანისა" და "ბორჯომის" ფალსიფიცირების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა .

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების "ბორჯომისა" და "ლიკანის" ფალსიფიკაციას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად  კუსტარული დანადგარები და დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მინერალური წყალი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, რეალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქცია არასათანადო სანიტარულ პირობებშია დამზადებული და  საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197- მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.