წითელა, წითურა, ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული დაავადებები.

2017-04-06 19:47:52

მედიკოსები მოსახლეობას წითელა-წითურა-ყბაყურას აცრისკენ მოუწოდებენ. ვაქცინის გაკეთება 29 წლამდეა შესაძლებელი. რუსთავის #2 პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილის რუსუდან ადამიას განცხადებით, გაზაფხული ვირუსული ინფექციების მომატების კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე სარისკო პერიოდად ითვლება, ამიტომ ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, როგორც გეგმიური ისე არაგეგმიური აცრების ჩატარებაა აუცილებელია. გარდა ამისა, ადამიას განცხადებით, პოლიკლინიკაში იმატა ჩუტყვავილის დიაგნოზით მიმართვიანობამ, თებერვლის თვიდან დღემდე ჩუტყვავილას შემთხვევებმა 20 ერთეულით მოიმატა.