ხეების მოჭრის საქმეს პოლიცია გამოიძიებს.

2017-04-06 19:21:16

გაგარინის ქუჩაზე ხე-მცენარეების უკანონოდ მოჭრის ფაქტი დასტურდება. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოს,  „ინფო რუსთავმა“ მიაწოდა.

აღნიშნული შესახებ სამმართველომ „ინფო რუსთავს“ ოფიციალური წერილით მიმართა. გარემოსადმი მიყენეული ზიანი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამმართელოს მიერ, 1800 ლარად შეფასდა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.