ჭკვიანი კამერების მონტაჟი რუსთავშიც დაიწყება.

2017-04-06 18:22:13

დღეს, პარლამენტში, საგზაო უსაფრთხოების პროგრამის  რიგით  მეორე მოსმენა გაიმართა, სადაც კანონმდებლებმა იმსჯელეს, ბოლო დროს მომხდარი ავარიებისა და გარდაცვალების მაღალ სტატისტიკაზე. დეპუტატები იმედს გამოთქვავენ, რომ საგზაო უსაფრთხოების კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევებვისა და სხვადასხვა დარღვევების რაოდენობა  განახევრდება. ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ხუციშვილმა დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისაას განაცხადა, რომ  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული  პრობლემების აღნუსხვა, რაც ხელს უშლის მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვაში. ასევე საქართველოს მასშტაბით ივნისიდან ძველი კამერების ახალი ჭკვიანი კამერებით ჩანაცვლების პროცესი დაიწყება. აღსანიშნავია რომ ახალი კამერები აღჭურვილი იქნება მრავალი ისეთი ფუნქციით, რაც გაადვილებს კანონდამრღვევის 99% იდენტიფიცირებას.

არსებული ინფორმაციით ჭკვიანი კამერების მონტაჟი რუსთავშიც დაიწყება. სათვალთვალო აპარატურა  ცენტრალურ ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში განთავსდება. პროექტის ფარგლებში დამონრაჟებული იქნება:

·        *  სიჩქარის მზომი რადარი.

·        *  ნომრების ამომცნობი კამერა.

·        *  ზოგადი კამერა.

·        *  ახის ამომცნობი კამერა.

·        *  მართვადი კამერა.

პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენცი, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენ და აღკვეთ, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვ და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტი უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხოქვეყანა. ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ამოქმედდება.

 აღნიშნული ინფორმაცია „ინფო რუსთავმა“ ჯერ კიდევ  ნოემბრის თვეში გაავრცელა.