რუსთავი-თბილისის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

2017-04-06 16:36:59

სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ახალი, 125 მეტრიანი სანიაღვრე ქსელი, მოხდება 4 კმ-იანი გზის ასფალტის საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი. ასევე გზის მიმდებარედ მოეწყობა მეტრიანი გვერდულები. აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს. მიმდინარეობის პროცეს ადგილზე პირადად დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო. სამუსაოებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან  1 561 278 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო და ივნისში დასრულდება.

გზის აღნიშნული  მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ, რუსთაველები თბილისის გარკვეულ წერტილებში, უფრო სწრაფად შეძლებენ მოხვედრას. გარდა ამისა ავტობაზე შესაძლო საცობების შემთხვევაში, გარდაბნის გზატკეცილის არსებობა, საავტომობილო მოძრაობის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება გახდება.