თანამედროვე და სპორტული ცეკვების მასწავლებლები დააჯილდოვეს.

2017-04-06 15:04:21

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციაში თანამედროვე და სპორტული ცეკვების ხელმძღვანელებს უმასპინძლეს. გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ გუგეშაშვილმა თანამედროვე და სპორტული ცეკვების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სიგელებით დააჯილდოვა ანზორ ბლიაძე, მადლენა სამსონიშვილი-ბლიაძე და ნინო მაისურაძე. შეხვედრის მიმდინარეობისას ფედერაციის წარმომადგენლებმა სპორტულ და თანამედროვე ცეკვებში მიღწეული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.