ქალაქის ბიუჯეტი 43 707 300 მილიონი ლარით განისაზღვრა.

2017-04-06 14:22:53

მოქალაქეთა ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეგიონალური ფონდიდან მიღებულ თანხებზე ისაუბრეს დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს წევრებმა, დღის წსრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მედიკამენტების დახმარების პროგრამაში, მუხლობრივი ცვლილება განხორციელდა და მიმდინარე კვარტლის ბიუჯეტს,  47 000 ლარი დაემატა. „სამედიცინო დახმარების პროგრამა დაგეგმილის მიხედვთ წარიმართება და გაგრძელდება დეკემბრის ბოლომდე“ აცხადებს დავით მაღლაკელიძე.

რეგიონალური ფონდიდან გამოყოფილი თანხის საფუძველზე, გაიზარდა ქალაქის ბიუჯეტიც,  აადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ამ დროისთვის 43 707 300 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. მაღლაკელიძის განცხადებით,დამატებული თანხით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარდგენილი ყველა პროექტი განხორციელდება.