პატრულის ეკიპაჟები ერთმანეთს დაეჯახნენ (ფოტოები).

2017-04-05 19:23:45

დღეს დილით თბილისში  ვაკის პარკთან ერთმანეთს პოლიციის ავტომობილები  შეეჯახნენ. ავარიის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში გიო გალდავა ავრცელებს.

"დამნაშავეს მისდევდა ერთი თურმე და მეორეს გადასცა რომ იმ მიმართულებით მირბოდა, ეს მეორე ეკიპაჟი წამოვიდა საპირისპირო მხრიდან დიდი სიჩქარით, ეს "ბოროტმოქმედი" კი გახტა განზე და პატრული ბიძიები შეასკდნენ ერთმანეთს"- წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ გულისხმობს, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული მუხლი ჯარიმას ან თავისუფლების  3 წლამდე ვადით შეზღუდვას ან აღვეთას, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ გულისხმობს.