IRI-ის კვლევა ქართულ მედიაზე.

2017-04-04 20:45:48

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე „რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ რეგულარულად?“ გამოკითხულთა 80% ტელეკომპანია „იმედს“ ასახელებს, რეიტინგში მეორე ადგილზე 77%-ით რუსთავი 2-ია, მას მოსდევს მაესტრო (28%) და საზოგადოებრივი მაუწყებელი (28%), მეხუთე ადგილს კი GDS-ი 18%-ით იკავებს. რეგიონულ მაუწყებლობებს კი 3% უყურებს.

IRI-ის კლებით, გამოკითხულთა 93% ინფორმაციას ქართული არხებიდან იღებს, 21% ქართული ინტერნეტ პორტალებიდან, ფეისბუქიდან იღებს ინფორმაციას 13%, ინფორმაციის წყაროდ რუსულ ტელევიზიას ასახელებს 7%, ქართულ ბეჭდურ მედიას კი 6%.

ხოლო კითხვაზე „რომელ ინტერნეტ საიტებს სტუმრობთ ახალი ამბების გასაგებად?” 19% ასახელებს Amebi.ge-ს, 18% ასახელებს Facebook.com-ს, News.ge-ს (7 %). რეიტინგში შემდეგია interpressnews.ge (4%) და Pressa.ge (2%).

კვლევა 21 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხულია 1501 რესპოდენტი. შედეგებში ცდომილება კი +- 2.5%-ია.