IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. გამოკითხულთა 88% ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს. მეორე ადგილი - 86 %-ით ქართულ არმიას უკავია, მესამე ადგილს 74 %-ით კი ქართულ მედია იკავებს. 59 %-ს მოსწონს პოლიციის მუსაობა, 55 %-ს კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია . ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 30% კითხვაზე „ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 19%-ის პასუხია „არ ვიცი“ ან თავს იკავებს პასუხისგან, 15% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 8% კი ევროპულ საქართველოს, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა კი „პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა.
ხლოო შეკითხვაზე: „ რა მოსაზრება გაქვთ შემდეგ პოლიტიკოსზე?“ ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს შორის მოსახლეობის 67% დადებითად გიორგი მარგველაშვილის მიმართაა განწყობილი. ამ მხრივ ეორე ადგილზეა და გამოკითხულთა 65%-ს აქვს დადებითი მოსაზრება დავით სერგეენკოზე, მას მოსდევს გიორგი კვირიკაშვილი (55%). შემდეგ არის 50%-ით დავით ბაქრაძე , 48%-ით დავით უსუფაშვილი, 39%-ით შალვა ნათელაშვილი, 37%-ით კახა კალაძე, 35%-ით თეა წულუკიანი.
IRI-მ კვლევა 21 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხულია 1501 რესპოდენტი. შედეგებში ცდომილება კი +- 2.5%-ია.