რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ეროვნულ გამოცდებზე.

2017-04-04 13:59:13

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 41 200-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნული გამოცდებისთვის  41 200-მდე აბიტურიენტ, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის კი 3 700-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 31 მარტს დასრულდა. არჩევითი საგნებიდან ყველაზე მეტი აბიტურიენტი გეოგრაფიაზე, ყველაზე ნაკლები კი ხელოვნებაზე დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე  კი 20 მაისის ჩათვლით აბიტურიენტები  ცვლილებები შეტანას არჩეულის საგნების ჩამონათვალში შეძლებენ, ასევე შეეძლებათ შეცვალონ გამოცდის ენა. საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ან შეცვლის საშუალება კი მათ სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების მსურველთა რეგისტრაცია კი 5 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება.