ბზის მოჭრაზე ფინანსური სანქციები განხორციელდება.

2017-04-03 15:45:40

ბზობის დღესასწაულის მოახლეობასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორ-ეპისკოპოსმა თეოდორემ საზოგადოებას მიმართეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და  დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან

სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.