კადრები "მძევლებიდან" (ვიდეო).

2017-04-03 14:46:52

ქართული ფილმი „მძევლების“ პირველი თიზერი გამოჩნდა. რეჟისორ რეზო გიგინეიშვუილის ფილმი, ლაშა ბუღაძის სცენარის მიხედვით, 1983 წელს  თვითმფრინავის გატაცების ამბავს გვიყვება. მხატვრული ფილმის პრემიერა უკვე გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.  საქართველოს კინოთეატრებში კი მაყურებელს „მძევლების“ ნახვა 20 აპრილიდან შეეძლება.

მთავარ როლებს ფილმში მსახიობები ირაკლი კვირიკა, თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე და ილიკო სუხიშვილი თამაშობენ.