ქუჩაში ნაგვის დაყრა ჯარიმდება.

2017-04-02 18:46:36

ქუჩაში ნაგვის დაყრა ჯარიმდება. სიახლე თავდაპირველად დედაქალაქში განხორციელდება, ხვალიდან ქვეითი ინსპექტორები თბილისის ქუჩებში გამოჩნდებიან. სისუფთავის დამცველები პირველი ორი კვირის განმავლობაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სიახლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და ნაგვის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ. ორი კვირის შემდე კი მოქალაქეები ქალაქის დანაგვიანებისთვის დაჯარიმდებიან. ინიციატიის საპილოტე ვარიანტის განხორციელების შემდეგ ინსპექტორები უკვე საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამოჩნდებიან.