საქართველოში შობადობა შემცირდა.

2017-04-01 11:51:49

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გასულ წელთან შედრებით შემცირდა შობადობა და გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. საქსტატის მონაცემების მიხევით, გასულ წელს 56 569 ბავშვი დაიბადა, მათგან 28 887 ბიჭი და 27 682
გოგო, რაც 2015 წელთან შედარებით 4,5 პროცენტით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ შობადობის მაჩვენებელი მესამე წელია მცირდება.2014 წელს დაბადებულთა რიცხვი 60 635 იყო. რაც შეეხება სიკვდილიანობას, 2015 წელს 49 121 ადამიანი გარდაიცვალა, 2016 წელს კი  50 771. შესაბამისად 3,4 პროცენტით გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
ქვემო ქართლში გასულ წელს 6 892 ადამიანი დაიბადა,  4 855 ადამიანი კი გარდაიცვალა, შესაბამისად ბუნებრივმა მატებამ  2037 ადამიანი შეადგინა.