ლარი ოთხი პუნქტით გამყარდა.

2017-03-31 17:59:53

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ლარი დოლართან მიმართებაში 4 პუნქტით გამყარდა. 1 დოლარის შეძენა 2.400 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.425 ლარად მოგიწევთ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4313 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0139 ლარი შეადგინა. ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ,  ევროს ცვლილებამ 0.0307 ლარი შეადგინა.