„სიმბოქსების“ უკანონოდ გამოყენების ფაქტი.

2017-03-31 11:34:14

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა  სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა. 

გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ადგილიდან უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი, სამი ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. „სიმ ბოქსი“ სათადარიგო ნაწილებთან ერთად ამოიღეს. "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და  მნიშვნელოვნად აზარალებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს."- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებში.

გამოძიება საქართველოს  სსკ  185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.