"ჩემი რძალი მარტო იყო სახლში და ამით ისარგებლა".

2017-03-30 21:53:38

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალში ქალმა ორი მამაკაცი დაჭრა. "ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტი ინციდენტის ადგილზე ჩავიდა და დეტალები ოჯახის წევრებისგან მოისმინა. "ჩემი რძალი სახლში მარტო იყო, ამ მომენტით ისარგებლა ჩვენი კარის მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცმა და სახლში შევიდა. მას ქალზე ძალადობა სურდა თუმცა ეს არ გამოუვიდა" - აცხადებს ოჯახის უფროსი წევრი. გავრცელებული ინფორმაციით იმ დროს როდესაც მამაკაცი მეზობლის ოჯახში შევიდა და ქალთან ურთიერთობის დამყარება სცადა სახლში დაბრუნდა მისი ქმარი. მამაკაცებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც ქალმა სახლიდან სამზარეულოს დანა გამოიტანა და მეზობელ მამაკაცს დაარტყა. ინციდენტის დროს ასევე დაშავდა მისი ქმარი რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი მამაკაცი მარნეულში, "ჯეოჰოსპიტალი"-ს კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ქალი პოლიციელებმა დააკავეს, თუმცა დაკითხვის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით მეზობელი მსგავსი ქმედებით ადრეც გამოირჩეოდა, რის გამოც 2 წლის წინ მას უჩივლეს, თუმცა პოლიციიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სოფელში აცხადებენ რომ წლების წინ დაჭრილ მამაკაცს და დაჭრაში ეჭვმიტანლ ქალს ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ამჯერად ორივეს ცალცალკე ოჯახი ჰყავს.