ცოლმა ქმარი და ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა.

2017-03-30 18:47:39

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში ცოლმა ქმარი და ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით ქალსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა რის შემდეგაც მან მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა, შემთხვევას შეესწრო მისი მეუღლეც, რომელმაც ასევე სხეულის დაზიებები მიიღო. დაშავებულები მარნეულში, "ჯეოჰოსპიტალი"-ს კლინიკაში არიან გადაყანილი, ხოლო ქალი პოლიციელებმა დააკავეს. "ინფო რუსთავი" ამ მომენტისთვის დეტალებს არკვევს.