თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

2017-03-29 17:55:56

ანტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედიასაშუალება Haberler.com ავრცელებს. თურული მედიის ცნობით, 35 წლის ქართველი მამაკაცს ი.ძ-ს ოჯახის წევრები ტელეფონით ვერ უკავშირდებოდნენ, ამიტომ ისინი სასტუმროს ადმინისტრაციას, რომელშიც მამაკაცი იყო დაბინავებული, დაუკავშირდნენ. ი.ძ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თავის ნომერში გარდაცვლილი იპოვეს, ადგილზე ნარკოტიკული საშუალებები და შპრიცებიც აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი ნაკოტიკული საშუალებების მიღების გადაჭარბებული დოზა გახდა. ცხედარი თურქმა სამართალდამცველებმა შესაბამის დაწესებულებაში, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით გადაასვენეს.