ტაქსების მომსახურების სერვისის დასახვეწად გარკვეული სიახლეები განხორციელდება.

2017-03-29 16:05:21

ტაქსების მომსახურების სერვისის დასახვეწად შესაძლოა სიახლეები განხორციელდეს. საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირსა და შპს "ტაქსის სერვისს"(200200) შორის შეთანხმება გაფორმდება. შეთანხმების თანახმად, გარკვეული  სამუშაოების გატარება იგეგმება დასაქმებული პერსონალის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, გადა ამისა მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესებაც იგეგმება. ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ლავრენტი ალანიას განცხადებით, უახლოეს მომავალში კრიტერიუმები დაწესდება, რისი დაკმაყოფილებაც ყველა მძღოლსა და მძღოლის მფლობელობაში არსებულ მანქანას მოუწევს. აუცილებელი პირობები იქნება ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, სალარო აპარატის ავტომობილში მონტაჟი, ავტომანქანაში კილომეტრაჟის მაჩვენებლის არსებობა და სხვა პირობები, რომელიც მგზავრების უსაფრთხო და კომპფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.