ქართველი მოსწავლეების 11%-ს მარიხუანა ან ჰაშიში ერთხელ მაინც გაუსინჯავს.

2016-11-03 19:09:08

ალკოჰოლის,თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის (ESPAD) მიხედვით, საქართველოში მოსწავლეების 11%-ს სიცოცხლის განმავლობაში  მარიხუანა ან ჰაშიში ერთხელ მაინც გაუსინჯავს. გარდა ამისა, ბიჭებში მარიხუანას ან ჰაშიშის (კანაფი) გამოყენება გაცილებით მაღალია,ვიდრე გოგონებში. მოსწავლეების 2%-მა კი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 13 წლის ან უმცროს ასაკში გასინჯა. ქართველ მოსწავლეებში მარიხუანასა და ჰაშიშის გარდა, ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია - ტრანკვილიზატორები და სედატიური  საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე,ასევე „მაგიური სოკოები“, მედიკამენტები, ბიო „სპაისი“, ჰალუციოგენები და ტკივილგამაყუჩებლები. კვლევა რეპრეზენტატულია და მისი განზოგადება საქართველოში მცხოვრებ 16 წლის ყველა მოსწავლეზე შეიძლება.