ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ორ დღეში სრულდება.

2017-03-29 11:28:06

ორ დღეში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციიის ძირითადი ეტაპი სრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 32 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნის მითითებაა აუცილებელი, რის შემდეგაც აბიურიენტი საგამოცდო ქალაქს ვეღარ შეცვლის. თუმცა 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე ენის შეცვლა.  აბიტურიენტთა ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 31 მარტის 18:00 საათზე სრულდება, ამის შემდეგ
გამოცდებზე გასვლის მსურველები ვეღარ დარეგისტრირდებინ.