რა ცვლილებები შევა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კანონში.

2017-03-28 12:23:06

მთავრობის ინიციატივით, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, საუბარია კანაფის კანონით დაგენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი, ასევე, მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრებაზე.

პროექტში შესატანი ცვლელების თანახმად, მარიხუანას დიდი ოდენობა გამომშრალის შემთხვევაში, 50 გრამის ნაცვლად 70 გრამი იქნება. ნედლის შემთხვევაში კი 100 გრამის ნაცვლად 140 გრამი იქნება.
რაც შეეხება მცენარე კანაფს, მისი დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 140 გრამით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა კი 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით განისაზღვრება.
უცვლელი რჩება კანაფისა და მარიხუანას  მცირე ოდენობები. ასევე  გამომშრალი და ნედლი მარიხუანას განსაკუთრებით დიდი ოდენობები.
გარდა ამისა ”სისხლის სამართლის კოდექსს” 2731-ე მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლდარღვევის გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან ას სამოც საათამდე ვადით.
კანონში შესატანი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. მთავრობამ კი პარლამენტს პროექტი უკვე წარუდგინა.