სატვირთო მანქანამ, მსუბუქი ავტომობილი ქვეშ მოიყოლა (ვიდეო).

2017-03-27 20:07:42

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ავარიის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხარებელმა მიაწოდა. თვითმხილველების თქმით შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო მანქანამ, მსუბუქი ავტომობილი ქვეშ მოიყოლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა, სიახლოვეს მდგომი ავტომანქანებიც. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.