მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2017-03-27 18:02:43

2016  წლის 8 ივლისს სამართალდამცველებმა ქ.მარნეულში უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით სამი პირი: აზადა ომაროვა, ელნურ ანტესოვა და ვუგარ გულიევი დააკავეს. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2016 წლის 28 იანვარს, თურქეთის ქალაქ დუზჯეში აღნიშნულმა სამმა პიროვნებამ სამი ადამიანის, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ჩაიდინა. მათ ელნაზ შარიფოვა გაგუდეს, ხოლო მის დას-ემა შარიფოვას და მის შვილიშვილს-სახიბ გასანოვას დანით მრავლობითი ჭრილობების მიყენების შემდეგ ყელი გამოჭრეს. აზადა ომაროვას ადვოკატის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობის გარეშე გაიმართა. აზადა ომაროვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“,მეორე ნაწილის „ბ“,“ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქებით დამნაშევდ სცნეს და მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღსანიშნავია, რომ ელნურ ანტესოვისა და ვუგარ გულიევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ჯერ კიდევ განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.