ნინო ოძელაშვილმა გამარჯვება ცეკვით აღნიშნა (ვიდეო).

2017-03-27 11:48:24

ქართველი სპორტსმენი ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 72 კგ. წონით კატეგორიის ფინალში, მან რუსი სპორტსმენი მარგარიტა გურციევა დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ 2016 წლის ევროპის ჩემიონმა ნინო ოძელაშვილმა ტატამზე, უკვე ტრადიციულად, მთიულური ჩამოუარა. გამარჯვებულს კვარცხლბეკზე, დაჯილდოებისას, ოქროს მედალი საბერძნეთის სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა და სამბოს საერთაშორისო ფედერაციის 1-ლმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯარჯი ზვიადაურის მწვრთნელმა, ქართველმა ბერძენმა მერაბ ილიადისმა გადასცა.