საწვავის ფასმა დაიკლო.

2017-03-27 11:32:05

საქართველოში საწვავის ფასმა დაიკლო. რუსთავში არსებულ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავი 5 თეთრით გაიაფდა. ფასის დაკლებას ექსპერტები ჯერ კიდევ 1 თვის წინ ვარაუდობდნენ, თუმცა კომპანიებმა საწვავზე ფასი დღეს შეამცირეს. აღსანიშნავია რომ 24 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50,80 (+ 0,24) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 47,97 (+ 0,23)  დოლარი/ბარელზე.