მინი ვენებს რეგულაციები დაუწესდებათ.

2017-03-26 18:16:20

საქართველოს მასშტაბით მოძრავ მინივენებზე რეგულაციები დაწესდება. ახალი კანონპროექტის თანახმად, მინივენების მეპატრონეები ვალდებულები იქნებიან, მათ მფლობელობაში არსებულმა ავტომობილმა, რომელსაც მგზავრების გადასაადგილებლად იყენებენ, დააკმაყოფილონ იგივე კრიტერიუმები, რასაც მიკრო ავტობუსები აკმაყოფილებენ. კანონპროექტის მიღების აუცილებლობა ქალაქსა და რეგიონებში მინივენების სიმრავლემ გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია. მისი თქმით მინივენები მგზავრების გადასაყვანად არ არის განკუთვნილი, მაგრამ თუ კი ავტომობილს ამ მიზნით იყენებენ, აუცილებელია იგივე რეგულაციები ვრცელდებოდეს მათზე, რაც სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე ინიციტივა  პარლამენტში შევიდა, საკითხის განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.