გლობალური შიმშილის ინდექსი.

2017-03-26 14:57:08

„ოქსფამის“ კვლევის მიხედვით ,2016 წლის „გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო 118 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს. ინდექსი ოთხ კომპონენტს ეყრდნობა, რომელთაგან ყველაზე ცუდი ქულა (10.9) ქვეყანას 5 წლამდე ბავშვებში „სიმაღლეში ჩამორჩენის“ გამო მიენიჭა, თუმცა 5 წლამდე ბავშვებში სიმაღლესთან შედარებით დაბალ წონას და სიკვდილიანობას დაბალი ქულები აქვს (2.4 და 1.2). კვლევაში ასახული მონაცემები ასევე ეყრდნობა იმ ადამიანების მაჩვენებლებს, რომლებსაც მოხმარებულ საკვებში კალორიების დეფიციტი აქვთ. კვლევის თანახმად საქართველოს შიმშილის საერთო ქულა 8.2-ია და ეს მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ყოველ 8 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო კვლევაში პირველად 2000 წელს, 15.2 ქულით მოხვდა. 2008 წელს კი ქვეყნის შიმშილის საერთო მაჩვენებელი 8.2 იყო და მას შემდეგ არც გაუმჯობესებულა.