გააუპატიურა თუ არა ბრალდებულმა უცხოელი ტურისტი.

2017-03-25 16:06:31

9 თვის წინ ტურისტის გაუპატიურებისთვის ბრალდებულ პირს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, რომელიც შემთხვევას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით განიხილავდა. "ინფო რუსთავი" დაცვის მხარის ადვოკატს დაუკავშირდა. ადვოკატ ზურაბ ბეგიაშილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და განაჩენის ზემდგომ ორგანოში გასაჩივრებას გეგმავს. „განაჩენი ჯერ არ ჩაგვბარებია დასაბუთებული, უბრალოდ გამოაცხადა სარეზულოციო ნაწილი მოსამართლემ, რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით, ეს განაჩენი ვერ იქნება დასაბუთებული, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში“ .- განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრობს, მისი თქმით დაზარალებულის ორგანიზმში არ აღმოჩნდა დნმ-ის კვალი და არც დაზიანება არ გააჩნია გოგონას, შესაბამისად ძალადობის ნიშანი მას არ აქვს. ზურაბ ბეგიაშვილის თქმით, ტურისტმა მის დაცვის ქვეშ მყოფთან ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი.