საქართველო vs სერბეთი.

2017-03-24 22:57:12

საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრებს "D" ჯგუფში ორი ქულა ჰქონდა და მეხუთე ადგილს იკავებდა, ხოლო სერბეთის ნაკრები რვა ქულით მეორე ადგილზე იყო. შეხვედრა სერბეთის ნაკრების უპირატესობით წარიმართა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1:3 დაფიქსირდა.