ქალაქში 100 ახალი ნაგვის ურნა განთავსდება.

2017-03-24 22:09:05

ქალაქის მასშტაბით, მაღალსართულიან კორპუსებთან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი ურნები განთავსდება. ააიპ "დასუფთავება" ურნების განთავსებას იმ კორპუსებიდან დაიწყებს სადაც ამ მომენტისთვის ნაგვის ბუნკერების გაუქმება მიმდინარეობს. XX და XXI მიკრო-რაიონში, მაღალსართულიან კორპუსებში ბუნკერების დალუქვის პროცესს ააიპ "უზრუნველყოფა" ახორციელებს. ნაგვის ურნების განთავსება კორპუსთან ახლოს, სპეციალურად შერჩეულ ადგილზე მოხდება. ქალაქის მასშტაბით სულ 100 ახალი ურნა განთავსდება.