დევნილები სახელმწიფოსგან გრანტებს მიიღებენ.

2017-03-24 14:04:33

იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ ინვესტიციები განახორციელონ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მათ შორის: მებოსტნეობაში, მეხილეობაში, მებოცვრეობაში, მესაქონლეობაში, მეფუტკრეობაში, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაციის საშუალებები და ა. შ. პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 700 ბენეფიციარი დაფინანსდება. გრანტის მოცულობა 2 500 ლარს შეადგენს.

განაცხადის წარდგენის მსურველებმა რუსთავის იუსტიციის სახლში, განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტაციის  განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და დევნილობის დამადასწტურებელი მოწმობის ასლები. ამასთანავე, განმცხადებელმა, განაცხადს თან უნდა დაურთოს თავისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მარტოხელა მშობელია, მან უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი ქვემოთჩამოთვლილი დოკუმენტებიდან:

 1. შვილის დაბადების მოწმობა, თუ მამის გვარი დაბადების მოწმობაში არ არის დაფიქსირებული;

2. თუ ქვრივია, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა;

3. თუ განქორწინებულია, განქორწინების მოწმობა ან მისი არქონის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობა ამ ფაქტის დასადასტურებლად;

4. თუ მეუღლე აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელია 25 წლის ან ნაკლების ახალგაზრდა, რომელიც დამოუკიდებლად ზრუნავს საკუთარ დედმამიშვილებზე, მან უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი ქვემოთჩამოთვლილი დოკუმენტი:

1. მშობლების გარდაცვალების მოწმობები (თუ ორივე მშობელი გარდაცვლილია);

2. შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება (თუ ორივე მშობელი ცნობილია ქმედუუნაროდ (მხარდაჭერის მიმღებად);

3. იმ შემთხვევაში, თუ ერთი მშობელი გარდაცვლილია, ხოლო მეორე ცნობილია ქმედუუნაროდ უნდა წარმოადგინოს ერთი მშობლის გარდაცვალების მოწმობა, ხოლო მეორის ქმედუუნაროდ აღიარების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება;

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არის საპენსიო ასაკის დევნილი, მან განაცხადს თან უნდა დაურთოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

1. არასრულწოლვანი შვილიშვილის ორივე მშობლის გარდაცვალების მოწმობა;

2. თუ ორივე მშობელი მიჩნეულია ქმედუუნაროდ, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებები; 3. თუ ერთ-ერთი მშობელი ქმედუუნაროა, ხოლო მეორე გარდაცვლილი, შესაბამისად ერთი მშობლის გარდაცვალების მოწმობა და მეორის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება. განმცხადებელმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს თავისი საპროექტო ინიციატივისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

კერძოდ:

1. ინვესტიციისთვის განსაზღვრული საქონლის ჩამონათვალი ან ინვოისი;

2. საქონლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ფორმა 1 (საჭიროების შემთხვევაში);

 3. ჯგუფური პროექტის შემთხვევაში, ჯგუფის წევრების მიერ ხელმოწერილი სია, ჯგუფის მიერ შერჩეული ხელმძღვანელის დასახელებით; 4. პირადობის მოწმობის ასლი;

5. დევნილის მოწმობის ასლი; 6. შემოთავაზება ფიზიკური პირისგან( თუ გამყიდველი ფიზიკური პირია);

7. გამყიდველის საბანკო ანგარიში (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის შემთხვევაში)