"მწოლიარე პოლიციელების" მონტაჟი გზებზე.

2017-03-24 11:40:18

რუსთავის თვითმმართველობამ მესხიშვილის, მოდებაძის და კოსტავას ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების (ე.წ. „მწოლიარე პოლიციელები“) მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი 21 864 ლარზე თებერვლის თვეში გამოაცხადა. ტენდერში კომპანია "გზაჯვარედინმა" გაიმარჯვა, რომელმაც სამუშაოების შესრულება უკვე დაიწყო.

თვითმმართველობაში აცხადებენ რომ სიჩქარის ხელოვნური შემზღუდავი იმ ადგილებზე მონტაჟდება სადაც მოსახლეობა ითხოვს, თუმცა ბარიერების მონტაჟზე საბოლოო გადაწყვეტილებას საპატრულო პოლიცია იღებს. სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟის წინააღმდეგია მძღოლების ნაწილი, მათი აზრით აღნიშნული ბარიერი ავარიების რიცხვს ვერ შეამცირებს, ფეხით მოსიარულეთა ნაწილი კი აცხადებს რომ იმის გამო რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს აუცილებელია ხელოვნური შემზღუდავების მონტაჟი.