"ჩვენი შვილები, მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან" (ფოტოები).

2017-03-23 21:45:30

წერილი "ინფო რუსთავს" - "მოგესალმებით, მე გწერთ #36 ბაგა-ბაღის მშობელი ერთ პრობლემაზე, რომელსა თუ ყურად იღებთ, მადლობელი დაგრჩებით მე და ჩემს უკან მდგარი 40 მშობელი. ჩვენი შვილები სწავლობენ აღნიშნული ბაღის 6 ჯგუფში, რომელმაც შეიძლება შოკში ჩააგდოს მნახველი, ჩვენი შვილები, მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან, მორღვეული ბათქაში როდის დაეცემათ არავინ იცის, უმორჩილესად გთხოვთ ეს ინფორმაცია მიაწვდინოთ გაერთიანების ხელმძღვანელს".

საკითხთან დაკავშირებით „ინფო რუსთავი“ რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ეკა ხუციშვილმა ჩვენთან საუბარში განმარტა რომ, ყველა ფილიალის რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება. „პირველადი საჭიროების მიხედვით, ვიკვლევთ ბაღებში სად რა გვჭირდება და სწორედ ამის მიხედვით კეთდება ბაღები და განხორციელდება რეაბილიტაცია, ასევე იცვლება საწოლები“ . ხუციშვილის თქმით, უახლოეს მომავალში ახალ საწოლებს 3 ბაღში - # 21,# 36 და # 8 ბაღებში შეიტანენ.