სამოქალაქო კამპანიის დაგეგმვა-წარმართვაზე, ადვოკატირებისა და ქსელური მუშაობის მეთოდებსა და მედიასთან ეფექტურ კომუნიკაციაზე, იმსჯელეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. გამოცდილება შეხვედრის მონაწილეებს, დედაქალაქიდან მოწვეულმა ექსპერტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გაუზიარეს. შეხვედრა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის AGGESS-ის პროექტის ორგანიზებით გაიმართა.