ორმული სამუშაოები გრძელდება.

2017-03-22 22:59:41

ცენტრალურ ქუჩებზე ორმული სამუშაოები შესრულება გრძელდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გზის სავალი ნაწილის შეკეთება 10 მარტს დაიწყო. კომპანიის თანამშრომლები დაზიანებულ ასფალტს ჭრიან და მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებენ. სამუშაო პროცესის ძირითადი ნაწილი ღამის საათებში მიმდინარეობს რათა მძღოლებს გზაზე გადაადგილებისას შეზღუდვები არ ჰქონდეთ.  ორმული სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს 150 000-მდე ლარია გამოყოფილი და სამუშაოები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე სექტემბრის ბოლომდე უნდა განხოციელდეს.