ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პსპ-მ შსს-ს მიაწოდა.

2017-03-22 20:28:45

„ინფო რუსთავის“ მიერ 18 მარტს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირბით, სადაც ნაჩვენები იყო  დაპირისპირება პაციენტის მშობელსა და ექიმ-პედიატრს შორის,  „ინფო რუსთავი“ პსპ-ს კომპანიას არაერთხელ დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდნენ. ოფიციალური კომენტარი პსპ-ში არც დღეს გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ დეტალების გასარკვევად, პსპ-ს კომპანიამ საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადასცა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანიამ პედიატრი სამსახურიდან გაათავისუფლა, პსპ-ში აცხადებენ, რომ მომხდარი ინციდენტის გამო ექიმის გათავისუფლებას არ აპირებენ.

ექიმი-პედიატრისა და მცირეწლოვანი ბავშვის მშობელს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო, „ინფო რუსთავს“  პაციენტის მშობელმა მოაწოდა. მშობლის თქმით, ექიმმა პაციენტი,  სამუშაო საათების დასრულების გამო არ მიიღო. „ინფო რუსთავის“ მცდელობობის მიუხედავად, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია თავად ექიმ-პედიატრს.