21 წლის ბიჭს ოჯახი და პოლიცია ეძებს (ფოტო).

2017-03-22 18:37:18

21 წლის მამაკაცი, გიორგი ალიევი სახლიდან 20 მარტს, დაახლოებით 19 საათზე გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. ინფორმაცის გავრცელების მიზნით დაკარგულის ოჯახმა "ინფო რუსთავს" მიმართა. გიორგი ალიევის დედის თქმით მას ეცვა ყავისფერი "კაპიშონიანი" ქურთუკი და მუქი ლურჯი შარვალი. ოჯახმა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ პოლიციასაც აცნობა. "ინფო რუსთავს" შსს-ში ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს რომ ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თუ ვინმემ შენიშნეთ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი შეგიძლიათ დარეკოთ 592 78 40 05.