დასუფთავების აქცია რუსთავში.

2017-03-22 17:03:27

რუსთავში  წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყო. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები-ქვემო ქართლის ორგანიზაციის“  წევრებმა და ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის წარმომადგენლებმა საბავშვო რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქციის მონაწილეები შესაბამისი ინვენტარით იყვნენ უზრუნველყოფილი. ტერიტორიის დასუფთავებაში მონაწილეობა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო.