რუსთაველი სპორტსმენების, ძმები გურულების წარმატება.

2017-03-21 23:54:28

რუსთაველი სპორტსმენების, ძმები გურულების წარმატება. ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე, რუსთაველი ბექა გურული საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბექა გურულმა ფინალამდე 4 შეხვედრა დიდი უპირატესობით დასძლია, ფინალში კი თბილისის სახელით მოასპარეზე გიორგი პერტაია ანგარიშით 6-3 დაამარცხა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დღეს ქუთაისში გაიმართა.

რუმინეთის ქალაქ ბრაილაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 64 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მონაწილე რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული გამოდიოდა. ლაშამ შეხვედრები წარმატებით გამართა თუმცა ფინალში ინგლისელ მოკრივესთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია და ბოლო სამი წლის საუკეთესო ტექნიკის მქონე მოკრივე.