ეროვნულმა სატყეო სააგენტომ რუსთავში ხეები დარგო.

2017-03-21 17:53:33

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში გამწვანების აქცია გაიმართა. დღის ცენტრ „თბილი სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 ძირი ფიჭვის, ალვის და ცაცხვის ნერგები დაირგო. აქცია საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოსა და საპატრიარქოს გამწვანების ფონდის ორგანიზებით გაიმართა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა, სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივმა მაცხოვრებებმა და დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მიიღეს.