მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

2017-03-21 16:23:31

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქცია სლოგანით მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წევრებმა, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. აქციის მონაწილეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, სიმბოლურად, ჭრელი წინდებითა და საჰაერო ბუშტებით აღნიშნეს.