ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ქართველი სპორტსმენი გახდა. ირმა ხეცურიანმა იტალიის ქალაქ პიზაში, მსოფლიო თასის ფინალში გერმანელი მეტოქე ანგარიშით 15:4 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ირმა ხეცურიანის კარიერაში ეს რიგით მეხუთე ოქროა. რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნინი თიბილაშვილიც დაეუფლა.