წყლის გამაცხელებლების შემოწმება გრძელდება.

2017-03-20 21:28:34

უკვე 1 კვირაა "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრის თანამშრომლები აბონენტების ბინებში წყლის გამაცხელებლებს ამოწმებენ. შემოწმება XVIII მიკრო-რაიონიდან დაიწყო და XIX მიკრო-რაიონში გაგრძელდა. ამ მომენტისთვის კომპანიის თანამშრომლებმა 3167 ბინა შემოიარეს, აქედან 1510 ბინაში სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შევიდნენ. 1657ოჯახიდან კი 1002 აბონენტს წყლის გამაცხელებელი დარღვევით ჰქონდა დამონტაჟებული. ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებს რომლებსაც ბინაში დარღვევა აღმოაჩნდათ წყლის გამაცხელებლები ქსელიდან ჩაეხსნათ და ფაქტზე შესაბამისი ოქმი დაიწერა.

"სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრის თანამშრომლები ბინებში წყლის გამაცხელებლების მონტაჟის შემოწმებას აგრძელებენ, ქალაქის მასშტაბით სულ 41 000 აბონენტი უნდა შემოწმდეს.